logo_geo
ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება
- +

29 სექტემბერი. 2018. 16:42

 

 

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება. იონიის ზღვაში ფორმირებული სტიქია მატერიკს დღის მეორე ნახევარში მიაღწევს.

 

საბერძნეთის შემადგენლობაში არსებული პელოპონესის ნახევარკუნძულის სანაპიროზე სინოპტიკოსები რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალღებს პროგნოზირებენ.

 

საბერძნეთის ეროვნული ობსერვატორიის ცნობით, ბოფორტის სკალის მიხედვით, სტიქიის სიმძლავრე 9 ბალს გაუტოლდება. სტიქიის ეპიცენტრში წყალდიდობის მაღალი რისკი არსებობს. სინოპტიკოსების მონაცემებით, 30 სექტემბერს ციკლონი ეგეოსის ზღვისკენ აიღებს გეზს.

 

ხმელთაშუა ზღვის ციკლონი საკმაოდ იშვიათი მეტეოროლოგიური მოვლენაა. ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ძირითადად, შემოდგომაზე ფიქსირდება. მას თან ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი