logo_geo
სომხეთის საგარეო უწყებამ 250-ზე მეტი დიპლომატიური პასპორტი გააუქმა
- +

30 სექტემბერი. 2018. 02:42

 

 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 250-ზე მეტი დიპლომატიური პასპორტი გააუქმა. მათ შორის დიპლომატიური პასპორტით ვეღარ ისარგებლებენ სომხეთის მეორე და მესამე პრეზიდენტების რობერტ კოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის ოჯახის წევრები. ინფორმაციას „Jamnews“-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, დიპლომატიური პასპორტები ასევე ჩამოერთვათ ყოფილ მინისტრებს, დეპუტატებს და მათ ოჯახის წევრებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 254 ადამიანიდან, ვისაც დიპლომატიური პასპორტი ჩამოერთვა, ნაწილს პასპორტი ჯერ არ დაუბრუნებია.

 

შეზღუდვა ასევე შეეხო ინგლისური კლუბის „არსენალის“ ფეხბურთელს გენრიხ მხითარიანს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი