logo_geo
„ბარსელონა“ ლოგოს დიზაინს ცვლის
- +

30 სექტემბერი. 2018. 17:03

 

 

„ბარსელონა“ ახალი სეზონიდან ლოგოს დიზაინს ცვლის.

 

არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კომერციას უკავშირდება. ახალი ლოგოთი გამოშვებული მაისურებისა და სხვადასხვა საკლუბო ატრიბუტის რეალიზებით კატალონიური გრანდი შემოსავლების გაზრდას გეგმავს.

 

თუმცა ახალი ლოგოს დამტკიცებას ჯერ მხარდაჭერა სჭირდება. „ბარსელონას“ ქომაგები თავიანთ პოზიციას 20 ოქტომბერს ხმის მიცემით დააფიქსირებენ.

 

ცნობისთვის, 119-წლიან ისტორიაში „ბარსელონა“ ლოგოს მეთერთმეტედ ცვლის.

 

 

 

 

big_banner
არქივი