logo_geo
ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა
- +

1 ოქტომბერი. 2018. 10:29

 

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა, კიდევ 2000-მდე ადამიანი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდეს.

 

ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება 16 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, ჰუმანიტარულ დახმარებას კი 2,4 მილიონი ადამიანი საჭიროებს.

 

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად 28 სექტემბერს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამდენიმე საათში კი კიდევ ერთი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია.

 

 

 

 

big_banner
არქივი