logo_geo
ჩრდილო და სამხრეთ კორეამ გამყოფი ზონის განაღმვითი ოპერაცია დაიწყო
- +

1 ოქტომბერი. 2018. 11:40

 

ჩრდილო და სამხრეთ კორეის სამხედროებმა გამყოფი ზონის განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს. აღნიშნული სექტორი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ საზღვარს მიუყვება და მისი სიგანე 4 კილომეტრია.

 

ნაღმებისა და საბრძოლო მასალების განეიტრალება ორი ქვეყნის ლიდერების შეთანხმების რეალიზებისთვის ხდება, რაც ომის დროს დაღუპული ადამიანების ნაშთების ერთობლივ მოძებნას ითვალისწინებს.

 

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლოა, რამდენიმე ათეული ათასი ნაღმი იყოს. ტერიტორიის განაღმვის შემდეგ, ნაშთების აღმოსაჩენად სამუშაოები 2019 წლის 1 აპრილიდან 31ოქტომბრამდე ჩატარდება. 1950-1953 წლების ომი ორ კორეას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი