logo_geo
შარლ აზნავურის პატივსაცემად ეიფელის კოშკი ოქროსფრად განათდა
- +

3 ოქტომბერი. 2018. 11:52

 

ლეგენდარული შანსონიესა და მსახიობის, შარლ აზნავურის პატივსაცემად, პარიზში ეიფელის კოშკი ოქროსფრად განათდა.

 

გარდა ამისა, იენის ხიდზე, რომელიც ეიფელის კოშკამდე მიდის, მომღერლის ცნობილი სიმღერები ისმის.

 

პარიზის მერის ინიციატივით, უახლოეს მომავალში რომელიმე ქუჩას, გამზირს ან სკვერს შარლ აზნავურის სახელი მიენიჭება.

 

შარლ აზნავური 1 ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, საკუთარ სახლში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი