logo_geo
ბელგიაში, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა
- +

4 ოქტომბერი. 2018. 12:13

 

 

ბელგიაში, ლიმბურგის პროვინციაში, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა.

 

გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომახლო მცხოვრებლებს ურჩია, დროებით სახლებში დარჩნენ და ფანჯრები არ გაააღონ. ინციდენტის ადგილზე მომწამვლელი ნივთიერების ღრუბელი წარმოიქმნა. გარკვეულ ადგილებში მოსახლეობის ევაკუაციაც გამოცხადდა.

 

ქიმიურ საწარმოში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.

 

 

 

 

big_banner
არქივი