logo_geo
კანაფის შემცველი ლუდის წარმოება დაიწყო
- +

4 ოქტომბერი. 2018. 13:01

 

ლუდის მწარმოებელმა სამხრეთაფრიკულმა ბრენდმა „Durban Poison“-მა კანაფის შემცველობის ლუდი გამოუშვა. როგორც კომპანიის დირექტორი ანდრე შუბერტი ამბობს, კანაფის შემცველობის ახალი ლუდი უმაღლესი კლასის ალკოჰოლური სასმელია.

 

კანაფის ლუდი არ შეიცავს ინგრედიენტს, რომელიც იწვევს ნარკოტიკულ თრობას, თუმცა მასში გამოყენებულია კანაფის ზეთი, რომელიც ლუდს გამორჩეულ არომატს სძენს.

 

„Durban Poison“ ამჟამად მხოლოდ იოჰანესბურგსა და დურბანის რეგიონში იყიდება, თუმცა ის ადგილობრივი ბაზრიდან ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

 

17 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ კომპანია „Coca-Cola“ გეგმავს, გაზიანი სასმელი გამოუშვას, რომელსაც კანაბიდიოლის შემცველობა ექნება. ამ ნივთიერებას კანაფი შეიცავს. ის აყუჩებს ტკივილს, თუმცა ფსიქოაქტიური ეფექტი არა აქვს.

 

 

 

წყარო:  http://brandnews.ge

 

 

big_banner
არქივი