logo_geo
რა ხარვეზები აღმოაჩნდა Apple-ის ახალ „აიფონებს“?
- +

5 ოქტომბერი. 2018. 02:28

 

 

12 სექტემბერს Apple-მა აიფონების სამი ახალი მოდელი წარადგინა. ტელეფონები უკვე იყიდება, თუმცა ბევრი მომხმარებელი ჩივის სხვადასხვა პრობლემაზე, რომელიც XS-ის და XS Max-ის გამოყენებისას შეექმნათ. 

 

iPhone X-ზე უარესი მობილური და ინტერნეტ კავშირი აქვს

 

iPhone XS-ის და iPhone XS Max-ის მომხმარებლები ცუდი მობილური კავშირისა და სუსტი Wi-Fi-ის გამო ჩივიან, თუმცა ჩატარებული ტესტების თანახმად, ლაპარაკი იყო ინტერნეტის სიჩქარის ზრდასა და უფრო სტაბილურ სიგნალზე. მალევე მას შემდეგ რაც ტელეფონების გაყდვა დაიწყო პრობლემების შესახებ შეტყობინებები Reddit-ის, MacRumors-ის და Apple-ის ფორუმებზე გაჩნდა.

ახალი მოდელების მეპატრონეები დაახლოებით ერთსა და იმავეს წერენ და ყველას პრეტენზია ინტერნეტთან დაკავშირების და ტელეფონის მიერ სიგნალის დაჭერის სირთულეს უკავშირდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის ხარვეზზეა ლაპარაკი და შეიძლება თუ არა მისი გამოსწორება. გაურკვეველია ასევე გაყიდული სმარტფონებიდან რამდენს აქვს ქარხნული წუნი.      

სიტუაციას უკვე ადარებენ 2010 წლის შემთხვევას, როდესაც ახლად გამოშვებულ iPhone 4-ს კავშირის მხრივ მსგავსი პრობლემები შეექმნა. მაშინ Apple-ის რჩევა იყო „ლაპარაკის დროს მომხმარებლებს ტელეფონის მარცხენა ქვედა კუთხისთვის ხელი არ მოეკიდათ“, მოგვიანებით კი კომპანიამ ყველა დაზარალებულს უფასო შლეიფი შესთავაზა, რომელიც სიგნალს აუმჯობესებდა.

 

ზოგიერთ აიფონს დატენვის პრობლემა აქვს და გადატვირთვა სჭირდება

 

პოპულარული ტექნოლოგიური youtube-არხის Unbox Therapy-ის წამყვანმა მიიღო ასობით მომხმარებლის შეტყობინება, რომლებიც აიფონებთან iPhone XS და XS Max დაკავშირებულ ერთსა და იმავე პრობლემას აღწერდნენ, კერძოდ აცხადებდნენ, რომ მათი მოწყობილობები კვების ბლოკთან მიერთების შემდეგ არ იტენებოდა.

ბლოგერმა ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა და Apple-ის რვა ახალი სმარტფონი გამოსცადა. სადენის და დამტენი მოწყობილობის გამოყენებით მან გაჯეტები ქსელთან მიაერთა. შედეგად, მხოლოდ ორი ტელეფონი აღმოჩნდა გამართული, დანარჩენი ხუთი არ იტენებოდა მანამ, სანამ ისინი „მოცდის“ რეჟიმიდან არ გამოიყვანა, ხოლო ბოლო ტელეფონი საერთოდ არ იტენებოდა და თითის დაჭერაზეც აღარ რეაგირებდა, ვიდრე არ გადატვირთა.

ასეთი ხარვეზების გამოსწორების იდეალური გზები არ არსებობს. მომხმარებლების ნაწილის რჩევაა სადენის სხვა მხრიდან მიერთება, სხვების კი - უსადენო დამტენით სარგებლობა.

 

აიფონები სელფიზე სახის გამოსახულებას აუმჯობესებს, რაც ბევრს აღიზიანებს

 

Reddit-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ iPhone XS-ის კამერა ავტომატურად ასწორებდათავის გადაღებულ სელფებს. კომპანიას ამ თავისებურების შესახებ არაფერი უთქვამს არც პრეზენტაციაზე, არც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში და საეჭვოა, რომ რამის „გაუმჯობესებას“ გეგმავდა. თუმცა ბევრ მოხმარებელს არ მოსწონს, რომ ფოტოზე მათი სახე გამოიყურება ისე, თითქოს Snapchat-ის მესენჯერის ფილტრები გამოიყენეს (მსგავს ფილტრებს ხშირად იყენებენ Android-ის ჩინურ სმარტფონებზე).   

ახალი აიფონები თავისით „ასწორებენ“ კანს, არათანაბარ ადგილებს და სახეებს არაბუნებრივ იერს აძლევენ. ახლა ბევრისთვის გამაღიზიანებელი სელფის „გაუმჯობესების“ ფუქციის გათიშვა შეუძლებელია, ის რჩება იმის მიუხედავად ჩართულია თუ გამორთულია Smart HDR, რომელსაც ამ პრობლემის წყაროდ მიიჩნევენ.

9To5Mac-ის ცნობით, Apple-მა მომხმარებლების უკმაყოფილების შესახებ იცის და სიტუაციის გამოსწორებაზე მუშაობს.

 

ეკრანზე მწვანე ლაქა ჩნდება

 

მართალია ეს ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი ერთადერთი შემთხვევაა, თუმცა ავსტრალიელმა მომხმარებელმა Twitter-ზე დაწერა, რომ მისი iPhone XS Max-ის OLED-ეკრანზე მწვანე ლაქა გაჩნდა და აღნიშნა, რომ ყუთში, რომელშიც მოწყობილობა იყო დაზიანების არანაირი კვალი არ არის და როგორც ჩანს ეს ქარხნული წუნია. მისი თქმით, ტელეფონი გარანტიით უკვე შეუცვალეს ავსტრალიურ Apple Store-ში.

მსგავსი პრობლემა შეექმნათ ერთი წლის წინ iPhone X-ის მფლობელებს. მაშინ ტელეფონის გადატვირთვით და მისი შეკეთებით პრობლემა ვერ გვარდებოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი