logo_geo
ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა
- +

5 ოქტომბერი. 2018. 15:45

 

 

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი დაიკარგა, მასზე ძებნაა გამოცხადებული, – ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია „BFM TV“ ავრცელებს.

 

64 წლის მენ ჰუნვეის უკვე ერთი კვირაა, ვერ უკავშირდებიან. ის 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა.

 

ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობს. სწორედ ლიონში მდებარეობს ინტერპოლის შტაბ-ბინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი