logo_geo
მინესოტას შტატში ჩიტები სიმთვრალის გამო შენობებს ეჯახებიან
- +

6 ოქტომბერი. 2018. 03:26

 

 

მინესოტას შტატის ქალაქ გილბერტში ჩიტები მანქანების შუშებს, შენობებს და ხეებს ეჯახებიან, - პოლიციაში აცხადებენ, რომ ფრინველები თვრებიან.

 

გილბერტის პოლიციის უფროსის ტაი ტეკერის თქმით, ჩიტები საჭმელში გადამწიფებულ კენკრას ურევენ, რომელიც მათ ათრობს. ცივი ამინდების გამო, კენკრა ხეებიდან ცვივა და ჩიტები ტოქსინებს ვერ უმკლავდებიან.

 

ვისკონსის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა პიჯონმა დაადასტურა, რომ ჩიტები მართლაც თვრებიან და განაცხადა, რომ ეს იშვიათი მოვლენა არ არის, თუმცა მისი თქმით, მსგავსი რამ ზამთარში უფრო გვიან ხდება. დამჟავებული კენკრის გამო, ჩიტები კარგავენ კოორდინაციის უნარს და ფრენის დროს ცუდად ხედავენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი