logo_geo
CNN: ამერიკელი ფერმერი 30 წელი კარს კეტავდა მეტეორიტით, რომელიც 100 ათასი დოლარი ღირს
- +

6 ოქტომბერი. 2018. 10:52

 

 

აშშ-ში, მიჩიგანში მცხოვრები ფერმერი სათავსოს კარის დასაკეტად იყენებდა მეტეორიტს, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ტელეარხის ინფორმაციით, მამაკაცს დაახლოებით 100 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მეტეორიტი დახვდა ფერმაში, რომელიც მან 1988 წელს შეიძინა. სავარაუდოდ, მეტეორიტი ფერმის ტერიტორიაზე მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ჩამოვარდა.

 

მეტეორიტი ათ კილოგრამს იწონის და მის შემადგენლობაში რკინა და ნიკელია. ფერმერის თქმით, მისი გაყიდვიდან მიღებული თანხის ათ პროცენტს მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებს გადასცემს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი