logo_geo
მელანია ტრამპი: ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რას ვაკეთებ და არა, რა მაცვია
- +

7 ოქტომბერი. 2018. 02:52

 

 

აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა აფრიკაში ვიზიტისას მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

 

„ჩემი სურვილია, ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ იმას, რას ვაკეთებ და არა იმას, თუ რა მაცვია“, – განუცხადა მელანია ტრამპმა ჟურნალისტებს.

 

აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე „The New York Times“-მა იმის გამო გააკრიტიკა, რომ კენიაში ის თეთრი ფერის პერანგითა და ქუდით ჩავიდა. გამოცემის აზრით, ეს არის ევროპული კოლონიზაციის სიმბოლო და აფრიკელების ექსპლუატაციის ასოციაციას იწვევს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი