logo_geo
ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამა საზოგადოებას შვილის დასჯას შეჰპირდა
- +

8 ოქტომბერი. 2018. 12:40

 

 

UFC-ის მებრძოლის ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამამ და მწვრთნელმა, აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა, შვილის საქციელს მიუღებელი უწოდა და საზოგადოებას მის მკაცრად დასჯას დაჰპირდა. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ წერს.

 

„ფეხებით წინ გადახტა. ეს ჩემთვის აღშფოთების მწვერვალი იყო“, - განაცხადა უფროსმა ნურმაგომედოვმა.

 

მისი თქმით, მან შვილი გააფრთხილა დაეცვა დისპილინა და დაუმორჩილებლობის გამო  UFC-ის მიერ დანიშნულ სანქციებზე „უარესი ელის“.

 

გუშინ, ლას-ვეგასში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავები დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს შეხვდნენ. UFC 229-ის მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ჰაბიბ ნურმაგომედოვი გახდა. შერკინების დასრულების შემდეგ,  ვიდრე გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადებდნენ, ნურმაგომედოვი საბრძოლო არენის ღობეზე გადაძვრა და მაკგრეგორის გუნდის წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

 

მებრძოლს ამის გამო ქამარი და 2 მილიონი დოლარის ჰონორარი არ გადასცეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი