logo_geo
ივანკა ტრამპი: პრეზიდენტი ნიკი ჰეილის თანამდებობაზე შესანიშნავ შემცვლელს წარადგენს - ეს მე არ ვიქნები
- +

10 ოქტომბერი. 2018. 11:06

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე განიხილება. ამის შესახებ ივანკა ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ჩემთვის დიდი პატივია თეთრ სახლში შესანიშნავ კოლეგებთან ერთად მუშაობა და მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ნიკი ჰეილის თანამდებობაზე შესანიშნავ შემცვლელს წარადგენს. ეს მე არ ვიქნები“, - წერს ივანკა ტრამპი.

 

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ჰგონია, ამ თანამდებობისთვის მსოფლიოში ივანკაზე უფრო კომპეტენტური კანდიდატი მოიძებნოს, თუმცა, მას ამის გამო ნეპოტიზმში დაადანაშაულებენ.

 

შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ნიკი ჰეილიმ გუშინ განაცხადა. ის პოსტს 2019 წლის იანვარში დატოვებს.

 

 

 

big_banner
არქივი