logo_geo
კენიაში ავტოკატასტროფის შედეგად სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა
- +

10 ოქტომბერი. 2018. 12:41

 

კენიის დასავლეთ ნაწილში ავტოკატასტროფის შედეგად სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

 

დაშავებულები უახლოეს სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

როგორც ცნობილია, სამგზავრო ავტობუსი რეისს ნაირობიდან ქალაქ კისუმუს მიმართულებით ახორციელებდა. ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთში, დაღმართზე ჩასვლის დრო მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 20 მეტრის სიმაღლის ხრამში გადავარდა.

 

შემთხვევის ადგილზე ახლა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

 

პოლიციის მონაცემით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან რამდენიმე მგზავრი ავტობუსშია ბლოკირებული.

 

 

 

 

big_banner
არქივი