„აბორტი შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს“, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლის გაუფასურება მოხდა.
„ორსულობის შეწყვეტა ეს ადამიანის განადგურებაა. ეს იმას ჰგავს, როდესაც ვინმეს მოსაშორებლად მკვლელს ქირაობენ“, - განაცხადა პონტიფიკოსმა.
პაპმა აბორტის გარდა, არსებულ პრობლემებად ომები, ექსპლუატაცია და „მფლანგველობის კულტურა“ დაასახელა.