logo_geo
სარდინიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა
- +

11 ოქტომბერი. 2018. 17:35

 

 

იტალიაში, სარდინიაში, ქალაქ კალიარსა და კაპოტერას მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ინფორმაციას სააგენტო „ANSA“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ვერსიით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა და ხიდის ნგრევა გამოიწვია. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გზა გადაკეტეს.

 

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს, იტალიის ჩრდილოეთით, გენუაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რასაც 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი