logo_geo
ვაშინგტონის შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა
- +

12 ოქტომბერი. 2018. 16:17

 

ვაშინგტონის შტატის უზენაესმა სასამართლომ სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯა ერთხმად გააუქმა.

 

„The Washington Post“ წერს, რომ უკვე გამოტანილი განაჩენები სამუდამო პატიმრობით შეიცვლება.

 

სიკვდილით დასჯა სასჯელის უმაღლეს ზომად ამერიკის 30 შტატში კვლავ მოქმედებს, გარდა ამისა, ის ფედერალურ კანონმდებლობაშიც არის გათვალისწინებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი