logo_geo
ჰიმალაის მთათა სისტემაში ცხრა ალპინისტი დაიღუპა
- +

13 ოქტომბერი. 2018. 12:39

 

 

ჰიმალაის მთათა სისტემაში ძლიერი ქარბუქის შედეგად, ცხრა ალპინისტი დაიღუპა.

 

ამის შესახებ „Himalayan Times“ ექსპედიციის ორგანიზატორის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

კომპანია „Trekking Camp Nepal“-ის ცნობით, ექსპედიციის ბანაკი თოვლის ქარბუქის ეპიცენტრში მოხვდა, რასაც ზვავი მოჰყვა.

 

როგორც ცნობილია, სამხრეთკორეელი და ნეპალელი ალპინისტების ცხედრებს სწორედ მათ მიერ გაშლილ ბანაკში მიაგნეს. ამ დროისთვის, სამაშველო ვერტმფრენის საშუალებით რვა მთამსვლელის ცხედრის პოვნა მოხერხდა. სამაშველო ჯგუფი მეცხრე ალპინისტს ამ დრომდე ეძებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი