logo_geo
ინდონეზიაში წყალდიდობას 11 მოზარდი შეეწირა
- +

13 ოქტომბერი. 2018. 14:19

 

 

ინდონეზიაში წყალდიდობას 11 მოზარდი შეეწირა. ამის შესახებ „Reuters“ იუწყება.

 

ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში უეცარი წყალმოვარდნის შედეგად ადგილობრივი სკოლა დაიტბორა. მაშველები შენობაში დარჩენილ მოზარდებს ამ დრომდე ეძებენ.

 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. სკოლის ხელმძღვანელის ცნობით, წყალმოვარდნის დროს სკოლის შენობაში 30-მდე ბავშვი იმყოფებოდა.

 

ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში წყალდიდობა რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიამ სკოლასთან ერთად რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი დატბორა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი