logo_geo
ავღანეთში ტერაქტისას 13 ადამიანი დაიღუპა
- +

13 ოქტომბერი. 2018. 19:37

 

 

ავღანეთში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„Euronews“-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცველები არიან. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. მოტოციკლზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა წინასაარჩევნო აქციის მსვლელობის დროს ამოქმედდა.

 

როგორც ცნობილია აღნიშნული აქცია საპარლამენტო მანდატისთვის მებრძოლი ქალი კანდიდატის, ნაზეფა იუსუფ ბეგის მხარდასაჭერად იმართებოდა.

 

აფეთქების დროს კანდიდატი აქციაზე ჯერ კიდევ არ იყო მისული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ცენტრალური აზიის სახელმწიფოს ჩრდილოეთ ნაწილში თავდასხმებს ძირითადად მოძრაობა „თალიბანი“ ახორციელებს.

 

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი. 249 მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სავარძლის მოპოვებისთვის 2 565 კანდიდატი იბრძვის. მათგან 417 ქალია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი