logo_geo
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს ემუქრება
- +

13 ოქტომბერი. 2018. 22:02

 

 

მ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების მიღმა საუდის არაბეთი დგას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მკაცრი სასჯელით იმუქრება. აღნიშნულ საკითხზე თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია CBS-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ჩვენ ძალიან გავბრაზდებით, თუ ეს ვარაუდი დადასტურდება. ჯერჯერობით, ისინი ბრალდებას უარყოფენ. ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ რეალობას და თუ მათი კვალი დადასტურდება, სერიოზული სასჯელი ელოდებათ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სახის სასჯელი მომზადდება ვაშინგტონის მხრიდან, დონალდ ტრამპმა გარკვეული ტიპის სანქციები არ გამორიცხა.

 

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა The Washington Post-ის მიმომხილველის გაუჩინარებიდან 11 დღის შემდეგ უარყო ბრალდებები. გაეროს გენერალური მდივანი სიმართლის დადგენას ითხოვს.

 

როგორც თურქული წყარო განმარტავს, ჰაშაღი საუდელი აგენტების ჯგუფმა მოკლა.

 

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურიდან წყარომ BBC-ს განუმარტა, რომ უწყებას ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო მტკიცებულება აქვთ. ირკვევა, რომ საკონსულოში არსებული ვითარების შესახებ ჯამალ ჰაშაღიმ Apple-ის ჭკვიანი საათის მეშვეობით თავად ჩაიწერა რეალობის ამსახველი აუდიო მასალა.

 

2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

 

ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მოქალაქეა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი