logo_geo
ბუენოს აირესში ფიბას გენერალური მდივანი გარდაიცვალა
- +

14 ოქტომბერი. 2018. 17:15

 

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში 52 წლის ასაკში გულის შეტევით  გარდაიცვალა.

 

ბაუმანი ბუენოს აირესში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ესწრებოდა.

 

ივნისში ფიბამ კონტრაქტი გაუგრძელა ბაუმანს. ის გენერალურ მდივნად 2003 წლიდან მუშაობდა, 2007 წლიდან კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო. ის პირადად ლობირებდა 3×3-ზე კალათბურთის ოლიმპიურ პროგრამაში მოხვედრას.

 

 

 

big_banner
არქივი