logo_geo
ტრუდოს სომხეთის დროშის ფერებში წინდები აჩუქეს
- +

14 ოქტომბერი. 2018. 20:19

 

 

სომხეთში ფრანკონფონიის სამიტის ფარგლებში მყოფ კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს სომხურმა დიზაინერულმა კომპანია Braind -მა სომხეთის დროშის ფერებში წინდები დაუმზადა.

 

საჩუქარი ტრუდოს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გადასცა. ასეთივე წინდა დიზაინერული კომპანიისგან ნიკოლ ფაშინიანსაც ერგო.

 

 

დიზაინერული კომპანიის არტ-დირექტორის, ედუარდ კანკანიანის თქმით, იდეა ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოუვიდა, როდესაც მედია კვლავ ტრუდოს მიერ წინდების უჩვეულო არჩევანზე ალაპარაკდა. როგორც კანკანიანი ამბობს, როდესაც ტრუდოს სომხეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, გადაწყვიტეს, წყვილი წინდა მისთვის სპეციალური დიზაინით დაემზადებინათ.

 

 

big_banner
არქივი