logo_geo
ერაყში სასმელი წყლით მოწამლულთა რაოდენობამ 111 000-ს მიაღწია
- +

15 ოქტომბერი. 2018. 10:24

 

 

ერაყის ბასრას პროვინციაში სასმელი წყლით მოწამლულთა რაოდენობამ 111 000-ს მიაღწია.

 

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის დირექტორი აცხადებს, რომ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ სასმელი წყლით მოწამვლის შემთხვევები რამდენიმე სკოლაშიც აღინიშნა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გაერო ერაყის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვს.

 

მიმდინარე წლის ივლისში ბასრას პროვინციაში საპროტესტო აქციები სწორედ კომუნალური სისტემების გაუმართაობისა და უმუშევრობის წინააღმდეგ დაიწყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი