logo_geo
ნიუ-იორკში 25 წლის განმავლობაში პირველად უქმე დღეებმა სროლის გარეშე ჩაიარა
- +

16 ოქტომბერი. 2018. 15:09

 

ნიუ-იორკში 1993 წლის შემდეგ პირველად შაბათ-კვირამ ჩაიარა ისე, რომ სროლის შესახებ განცხადება პოლიციაში არ შესულა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციამ განაცხადა. „პარასკევმა, შაბათმა და კვირამ სროლის და მკვლელობის გარეშე ჩაიარა“, - განაცხადა პოლიციის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო' ნილმა.

 

როგორც გამოცემა „AFP“ წერს, 2018 წლის პირველ ნახევარში ნიუ-იორკში მკვლელობების რაოდენობა 8%-თაა გაზრდილი. უმეტესობა მკვლელობა ბრუკლინის და ბრონქსის რაიონებში ხდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი