logo_geo
Forbes-მა ყველაზე გულუხვი მილიარდერების სია გამოაქვეყნა
- +

17 ოქტომბერი. 2018. 12:38

 

 

ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა იმ მილიარდერების სია, რომლებმაც 2017 წელს ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს ქველმოქმედებაში. სიის სათავეში უორენ ბაფეტია, მან 2,8 მილიარდი დოლარი სხვადასხვა სახის ქველმოქმედებისთვის დახარჯა.

 

ბაფეტს ბილ და მელინდა გეიტსები მოსდევენ, მათი დანახარჯი ამ მიმართულებით 2,5 მილიარდი დოლარია. მესამე ადგილზე კი Bloomberg-ის დამაარსებელი მაიკლ ბლუმბერგია. მან ქველმოქმედებაში 700 მილიონი დოლარი დახარჯა.

 

რეიტინგში მესამე (536 მილიონი დოლარი) Walmart-ის დამაარსებელი სემუელ უოლტონია, მეოთხე პოზიციაზე ჯორჯ სოროსია ქველმოქმედებაში დახარჯული 531 მილიონი დოლარით, ხოლო რეიტინგში მეხუთე Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლეა. მათ განათლების, მედიცინისა და მეცნიერების განვითარებაში 2017 წელს 400 მილიონი დოლარი დახარჯეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი