logo_geo
ინდოეთის ისტორიულ ქალაქს მუსლიმური სახელწოდება შეუცვალეს
- +

17 ოქტომბერი. 2018. 12:38

 

 

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში ინდოეთის სახალხო პარტიამ ქალაქ ალაჰაბადს მუსლიმური დასახელება შეუცვალა და მას ძველი სახელწოდება, პრაიაგა დაუბრუნა. ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

ქალაქს ეს სახელი დიდ მოგოლთა იმპერიის დამაარსებლებმა მე-16 საუკუნეში დაარქვეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილება მუსლიმთა შევიწროებას ისახავს მიზნად.

 

ალაჰაბადი (სპარს. ღმერთის მიერ დასახლებული) ერთ-ერთია ინდუისტური მომლოცველობის ოთხი ადგილიდან. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინდუისტურ ლიტერატურაში, რადგან მდებარეობს სანგამთან, წმინდა მდინარეების - განგის, იამუნასა და სარასვატის შერწყმის ადგილას.

 

ქალაქში მდებარეობს ცენტრალური თუ შტატის მრავალი სამთავრობო ოფისი, ასევე ინდოეთის მე-4 უძველესი უნივერსიტეტი. ალაჰაბადში დაიბადა ინდოეთის შვიდი პრემიერმინისტრი, მათ შორის ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი და რაჯივ განდი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი