ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პრინცესა ევგენიასა და ჯეკ ბრუკსბენკის ქორწილის ცერემონიის შემდეგ, ოფიციალური ფოტოსესიის კადრები გაასაჯაროვეს, რომლებმაც საზოგადოების გული გაზიარებისთანავე მოიგო.
მნახველთა ყურადღება პატარძლისა და სიძის გარდა, პრინცესა შარლოტასა და ჯორჯის უსაყვარლესმა გამომეტყელებამ მიიქცია.
როგორც ჩანს, დატვირთული დღის შემდეგ პატარები გადაიღალნენ და მათი ემოცია ფოტოსესიის დროს ამაზე ნათლად მეტყველებდა.
თუმცა მომდევნო კადრებში პატარებმა ჩვეული ღიმილით დაგვამახსოვრეს თავი.
ოჯახის ერთობლივი კადრების გარდა, სამეფო კარმა წყვილის რომანტიკული კადრებიც გამოაქვეყნა.