logo_geo
ჰაიტის პრეზიდენტს თავს დაესხნენ
- +

18 ოქტომბერი. 2018. 12:03

 

ჰაიტის პრეზიდენტს ჟოვენალ მოიზს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ.

 

ქვეყნის პირველ პირს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ჰაიტის დამფუძნებლის მემორიალურ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

 

„Haiti Libre“-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქვეყნის მეთაური არ დაშავებულა, თუმცა, დაჭრილია მისი პირადი დაცვის სამი წევრი.

 

თავდასხმა ქალაქ პონ-რუჟში მოხდა, სადაც ჰაიტის სახელმწიფოს დამფუძნებლის ჟან-ჟაკ დესალინას დაღუპვის 212 წლისთავი აღინიშნებოდა.

 

ჰაიტიში არეულობა აგვისტოდან გრძელდება, რასაც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომაც მოჰყვა. ამის მიზეზი საწვავზე გაზრდილი ფასებია.

 

 

 

 

big_banner
არქივი