logo_geo
დონალდ ტრამპის სიძე თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი იქნება
- +

14 იანვარი. 2017. 01:50


 

 

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი გახდება. ის ასევე კომერციულ გარიგებებსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ საკითხებში ჩაერთვება.


არსებული ინფორმაციით, კუშნერი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსთან, რიმსომ პრიბუსომთან და სტრატეგიულ საკითხებში ტრამპის უფროს მრჩეველ, სტივ ბენონთან ერთად იმუშავებს.


ადვოკატებმა დაასკვნეს, რომ 35 წლის კუშნერის დანიშვნით, რომელიც ტრამპის ქალიშვილის ივანკას მეუღლეა, კანონი არ ირღვევა და მისი თანამდებობაზე დანიშვნა ნეპოტიზმს არ უკავშირდება.





 

big_banner
არქივი