logo_geo
საგრადა ფამილია ნებართვის გარეშე მშენებლობის გამო ბარსელონის მერიას €36 მილიონს გადაუხდის
- +

19 ოქტომბერი. 2018. 03:19

 

 

წმინდა ოჯახის (საგრადა ფამილია) ტაძრის ხელმძღვანელობა ბარსელონის მერიას ნებართვის გარეშე მშენებლობის გამო 36 მილიონ ევროს გადაუხდის, რადგან 130-ზე მეტი წლის განმავლობაში ის მშენებლობას ნებართვის გარეშე აწარმოებდა ინფორმაციას გაზეთი Pais-ი ავრცელებს.

 

ტაძარი 2005 წლიდან იუნესკოს დაცვის ობიექტია. ტაძარს ყოველწლიურად 4,5 მილიონი ტურისტი ათვალიერებს, ტურისტებისგან საგრადა ფამილია ყოველ წელს 50 მილიონ ევროს შემოსავალს იღებს.

 

ტაძრის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია შეთანხმდნენ, რომ თანხას ისინი 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გადაიხდიდნენ. თანხა ტაძრის გარშემო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

 

ტაძრის მშენებლობა 1882 წელს ცნობილი არქიტექტორის ანტონიო გაუდის პროექტის მიხედვით დაიწყო და სავარაუდოდ, 2026 წლისთვის, გაუდის გარდაცვალების ასი წლისთავისთვის დასრულდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი