logo_geo
100 წლის ბრიტანელი გათხოვდა
- +

19 ოქტომბერი. 2018. 03:42

 

 

დიდ ბრიტანეთში უჩვეულო ქორწილი გაიმართა: 100 წლის ნორა უიტკისი 26 წლით უმცროს მალკოლმ იეტსს გაჰყვა ცოლად. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

 

გამოცემის ცნობით, ქალმა მომავალი ქმარი 1980 წელს თანამედროვე ცეკვების გაკვეთილზე გაიცნო. მათი რომანი მალე დაიწყო, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს არ დაშორებიან.

 

ცერემონია ქალაქ პრესტატინში წყვილის სახლთან ახლოს მდებარე სასტუმროში გაიმართა. ქორწილს 30 სტუმარი ესწრებოდა: ახალდაქორწინებულების მეგობრები და ნათესავები.

 

„პატარძლობა არჩვეულებრივია. ამდენი ხნის ლოდინად ღირდა. უფრო დიდხანს ლოდინიც შემეძლო. არ არის ისეთი რამ, რაც მას ჩემთვის არ გაუკეთებია. ის ნამდვილად განსაკუთრებულა“, - ამბობს ნორა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი