logo_geo
ახალგაზრდა დედას, რომელიც 24 დღე კომაში იყო, თავისი შვილი დააწვინეს გულზე და ამის შემდეგ ნამდვილი სასწაული მოხდა
- +

20 ოქტომბერი. 2018. 01:59

 

 

28 წლის ბრაზილიელი 8 თვის ორსული, გოგონა საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც ეპილეფსიის შეტევამ კომაში ჩააგდო. რადგან მისი და ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, სასწრაფო საკეისრო დანიშნეს და ბავშვი მალევე ამოიყვანეს მუცლიდან.

 

ექიმები შოკირებულნი იყვნენ, როდესაც 24 დღიანი კომის შემდეგ სამი კვირის ჩვილის გულზე დაწვენისას ქალმა გამოიღვიძა. ამანდა დე სილვას დედობრივი ინსტიქტები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გაღვიძებამდე მკერდიდან რძემ დაიწყო დენა, იმის გათვალისწინებით, რომ მან არ იცოდა ბავშვის დაბადების შესახებ.

 

„პირველი, რაც შევიგრძენი, იყო ის, რომ ვიქტორი მეწვა გულ-მკერდზე. მისი პაწაწინა თავი დავინახე ჯერ და შემდეგ სუნი შევიგრძენი. ვერ ვიჯერებდი ჩემი შვილი თუ იყო, ვიკითხე კიდეც ამის შესახებ. შემდეგ მუცელზე მოვისვი ხელი და მივხვდი, რომ ორსულად აღარ ვიყავი“ - განაცხადა ამანდამ.

 

ექიმების განცხადებით, სამი შვილის დედის მდგომარეობა უიმედო იყო, რადგან ყველანაირი პროცედურა სცადეს, თუმცა არაფერზე რეაგირებდა.

 

ამანდას მძიმე ეპილეფსია ჰქონდა და ძლიერ წამლებს სვამდა, რათა შეტევები შეემსუბუქებინა, თუმცა როსულობის პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვიტა და სწორედ ამან გამოიწვია დიდი სიმძიმის შეტევა, რასაც კომაში ჩავარდნა მოჰყვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი