logo_geo
მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი-ამფიბია წყლიდან პირველად აფრინდა
- +

20 ოქტომბერი. 2018. 11:39

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი-ამფიბია (AG600) დღეს დილით გამოსცადეს და ის წარმატებით აფრინდა წყლის ზედაპირიდან. ამის შესახებ „China Dail“ იუწყება.

 

თვითმფრინავი ჩჟანხეს ჰიდროაეროდრომზე 27 აგვისტოდან იმყოფება, სადაც მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ტესტი გაიარა. სპეციალისტებმა შეამოწმეს მისი მართვის და მანევრირების სისტემები, წყლის ზედაპირზე მდგრადობა და ასევე სხვადასხვა სიჩქარისას მოძრაობის დროს წყალგაუმტარობა.

 

მწარმოებელი კომპანია „AVIC“ აცხადებს, რომ თვითმფრინავის გაყიდვას 2022 წლიდან დაიწყებს.

 

საფრენი მოწყობილობა ხანძრების ჩასაქრობად და სამაშველო სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. ამას გარდა, AG600-ს აღჭურვა შესაძლებელია საზღვაო გარემოს მონიტორინგისთვის და სასარგებლო წიაღისეულის დასაზვერად.

 

თვითმფრინავის სიგრძე 39,3 მეტრია, ფრენის მაქსიმალური მანძილი კი - 4,5 ათასი კილომეტრი. ერთ ჯერზე მას 50 ადამიანის გადაყვანაც შეუძლია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი