logo_geo
ჩინეთის ცას ხელოვნური მთვარე გაანათებს
- +

20 ოქტომბერი. 2018. 19:49

 

ჩინელი მეცნიერები 2020 წლისთვის ორბიტაზე ხელოვნური მთვარის გაშვებას აპირებენ, რათა მან ღამე ქუჩები გაანათოს. ამის შესახებ გამოცემა „Time“-ი წერს.

 

მეცნიერებს სურთ, რომ ხელოვნური მთვარე ქალაქ ჩენდუს, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციის დედაქალის ცაზე განათავსონ. ხელოვნური ციური სხეული რეალურად განათებული თანამგზავრია, რომელსაც არეკვლისთვის განკუთვნილი ზედაპირი ექნება.

 

მკვლევრებმა დათვალეს, რომ ხელოვნური მთვარე რვაჯერ უფრო ნათელი იქნება, ვიდრე ორიგინალი მთვარე და დედამიწასთან უფრო ახლოსაც განთავსდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი