logo_geo
იაპონური კომპანია თანამშრომლებს სრულფასოვანი ძილისთვის თანხას გადაუხდის
- +

23 ოქტომბერი. 2018. 13:59

 

 

იაპონური კომპანია  „CRAZY“ თანამშრომლებს სრულფასოვანი ძილისთვის თანხას გადაუხდის.

 

კომპანიის თანამშრომლები, რომლებსაც ღამის განმავლობაში მინიმუმ ექვსი საათი სძინავთ, კვირაში მინიმუმ ხუთი დღე დამატებით ქულებს მოიპოვებენ. მათ შეეძლებათ, ეს ქულები გადაცვალონ კომპანიაში არსებულ კაფეტერიაში, წელიწადში 783 დოლარის ფარგლებში.

 

ღამის ძილს Airweave-ის მიერ შექმნილი აპლიკაცია გააკონტროლებს.

 

„უნდა დაიცვა თანამშრომელთა უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა არ იქნება ძლიერი”,- აცხადებს კომპანიის დამაარსებელი კაზუჰიკო მორიამა.

 

„Fuji Ryoki“-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იაპონელების 92 % ამბობს, რომ მათ საკმარისად არ სძინავთ, რაც მუშაობის ხარისხზე აისახება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი