logo_geo
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს
- +

23 ოქტომბერი. 2018. 17:39

 

სომხეთის პოლიტიკურმა ბლოკმა „ელკიმ“ ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

 

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა. აღნიშნული ქვეყნის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამართვას და ეროვნული სათათბიროს დათხოვნას უკავშირდება.

 

24 ოქტომბერს სომხეთის ეროვნული სათათბირო(პარლამენტი) პრემიერის არჩევასთან დაკავშირებით სხდომას გამართავს.

 

სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები პარლამენტის დათხოვნიდან არა უგვიანეს 45 დღისა ინიშნება.

 

არჩევნების თარიღს ქვეყნის პრეზიდენტი ასახელებს.

 

 

 

big_banner
არქივი