logo_geo
ინტერნეტი ახალმა გამოწვევამ მოიცვა
- +

24 ოქტომბერი. 2018. 22:10

 

 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ჩანს წაქცეული ხალხი და მათ ირგვლივ მიმოფანტულია მათი ნივთები. ეს ახალი ინტერნეტგამოწვევაა, რომელსაც #FallingStars (ჩამოვარდნილი ვარსკვლავები) ჰქვია და მასში მხოლოდ მდიდარი ადამიანები არიან ჩართულნი. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

 

ფოტოებზე ჩანს ადამიანები, რომლებიც ძვირადღირებული ავტომობილებიდან ან ვერტმფრენებიდან გადმოსვლისას „წაიქცნენ“. მათ ირგვლივ კი არაერთი ძვირადღირებული, „შემთხვევით“ დაყრილი ნივთია.

 

გამოწვევის იდეაა, მდიდრებმა აჩვენონ ადამიანებს საკუთარი ფუფუნების საგნები, თუმცა უცნობია, რატომაა აუცილებელი, ფოტოზე ადამიანი წაქცეული იყოს.

 

ცნობილია, რომ ფოტოები თავდაპირველად რუსეთში გავრცელდა, სადაც მდიდარი თინეიჯერები საკუთარ სიმდიდრეს „ამზეურებდნენ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი