logo_geo
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვაში არ შეუშვეს
- +

25 ოქტომბერი. 2018. 13:31

 

მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა კიშინიოვის აეროპორტში ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არ შეუშვა.

 

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია, რომელსაც გუდაუთის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი რუსლან ლადარია ხელმძღვანელობდა, არაღიარებულ დნესტრისპირეთში საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. ლადარიასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არაღიარებული დნესტრისპირეთის წარმომადგენელი აფხაზეთში გარი კუპალბა იმყოფებოდა.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია დნესტრისპირეთში, ქალაქ დუბოსარის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მიემართებოდა.

 

 

big_banner
არქივი