logo_geo
საეჭვო ამანათი რობერტ დე ნიროს რესტორანში გააგზავნეს
- +

25 ოქტომბერი. 2018. 15:25

 

 

საეჭვო ამანათი, რომლის მსგავსიც ობამებსა და კლინტონებს გაუგზავნეს, ნიუ-იორკში, მსახიობ რობერტ დე ნიროს რესტორანში გააგზავნეს. ინფორმაციას ამის შესახებ „BBC“ ავრცელებს.

 

თუ ეს დაკავშირებულია გუშინ გაგზავნილ ბომბებთან, ეს მუქარის შემცველი უკვე მერვე ბომბი იქნება.

 

24 ოქტომბერს უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები გააგზავნეს კლინტონების სახლში, „CNN“-ის ოფისში, ბარაკ ობამას ოფისში, თეთრ სახლსა და ნიუ-იორკის მერთან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი