logo_geo
დიდმა ბრიტანეთმა Facebook ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა
- +

25 ოქტომბერი. 2018. 16:58

 

 

დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის საკითხებზე მომუშავე კომისრის ოფისმა (ICO) სოციალური ქსელი Facebook ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგით ანუ დაახლოებით, 645 ათასი დოლარით დააჯარიმა.

 

როგორც BBC წერს, სოციალური ქსელის დაჯარიმება ანალიტიკური კომპანია „Cambridge Analytica“-ს სკანდალს უკავშირდება.

 

საქმე Facebook-ის მიერ მომხმარებელთა პირადი მონაცემების „Cambridge Analytica“-სთვის გადაცემას ეხება. აღნიშნულ საკითხზე სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის კონგრესსა და ევროპარლამენტში დაჰკითხეს.

 

გავრცელებული მონაცემებით, „Cambridge Analytica“-მ Facebook-ის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მიიღო, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი