logo_geo
იტალიის ნაციონალისტი ვიცე-პრემიერი: საზოგადოებას, რომელიც საკუთარ ფესვებს უტევს, მომავალი არ გააჩნია
- +

25 ოქტომბერი. 2018. 23:06

 

 

იტალიის ნაციონალისტი ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის სანაპიროზე მდგარი ჯვრის განადგურების ფაქტს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:

 

„წმინდა ჯვარი მიგრანტებს აწუხებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მოეწონათ ის და გაანადგურეს… რა უტვინობაა! საზოგადოებას, რომელიც საკუთარ ფესვებს უტევს, მომავალი არ გააჩნია! იმედი მაქვს, რომ ამ მხარის მცხოვრებლები თავიდან დადგამენ ჯვარს ამ მშვენიერ ბორცვზე ზღვის პირას…”

 

იტალიის ვიცე-პრემიერის სიტყვები ეხება ერთი კვირის წინ საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მომხდარ შემთხვევას, როცა უცნობმა პირებმა გაანადგურეს კუნძულის სანაპიროზე მდგარი ჯვარი, რომლის არსებობასაც მიგრაციის მხარდამჭერი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რასიზმის და შეუწყნარებლობის გამოხატულებად მიიჩნევდა და ჯვრის აღებას მოითხოვდა.

 

წყარო:alt-info.com

 

 

big_banner
არქივი