logo_geo
ბარსელონაში ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს
- +

29 ოქტომბერი. 2018. 16:10

 

 

ბარსელონაში ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციაში 700-მდე სამართალდამცველი და 150 საქალაქო გვარდიის ოფიცერია ჩართული. მასში ასევე მონაწილეობას იღებენ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ძალოვანი უწყებები.

 

ამ დროისთვის დაკავებულია 16 პირი. მათ შორის შვიდი ესპანელი, შვიდი ბრიტანელი და ორი ფრანგია.

 

დღესვე ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ მალაგაში, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი უმსხვილესი ლაბორატორია, სადაც სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. საუბარია, 5 მილიონი ევროს ოდენობით, ერთ ტონამდე ამფეტამინსა და MDMA-ზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი