აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეებრძოლოს.
„მე ის მომწონს. მე დემოკრატიული პარტიის ყველა კანდიდატი მომწონს. ვერ ვხედავ ვინმეს, ვისთანაც არჩევნებზე მეტოქეობა არ მსურდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ჰილარი კლინტონმა გამოცემა „Recode“-სთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ 2020 წელს კვლავ იყაროს კენჭი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე.