მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძეგლი ინდოეთში დადგეს. ქვეყნის ერთ-ერთი დამფუძნებლის სარდარ ვალაბჰბაი პატელის ქანდაკება გუჯარატის შტატში დაიდგა და მას დღეს საზეიმო ცერემონიისას ქვეყნის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი გახსნის.
სარდარ პატელს ინდოეთში „რკინის კაცსაც“ უწოდებენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 500-მდე სათავადოს გაერთიანებაში მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
კრინისა და ბრინჯაოსდან დამზადებული ქანდაკება სიმაღლეში 240 მეტრს შეადგენს, რაც ამერიკის თავისუფლების ქანდაკების სიმაღლეს ორჯერ აღემატება.
ძეგლი 420 მილიონი დოლარი დაჯდა.