logo_geo
იაპონიაში კუნძული გაქრა
- +

2 ნოემბერი. 2018. 23:32

 

 

იაპონიაში, წინასწარი ინფორმაციით, გაქრა კუნძული ესანბე ჰანაკიტა კოძიმა, რომელიც რუსეთის საზღვართან, კურილის კუნძულებთან ახლოს მდებარეობდა. ინფორმაციას The Guardian ადგილობრივ მედაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ესანმე ჰანაკიტა კოძიმა დაუსახლებელი კუნძულია, რომელსაც 2014 წლამდე სახელიც კი არ ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ კუნძულის ზღვის ზედა ნაწილი ქარიშხლითა და მოძრავი ყინულით დაინგრა, რომელიც ოხოტის ზღვაში ყოველ ზამთარში წარმოიქმნება. იაპონიის სანაპირო დაცვამ კუნძული ბოლოს 1987 წელს აზომა და წყლის დონიდან ის მხოლოდ 1,4 მეტრზე იყო სიმაღლეში.

 

იაპონური მედია აღნიშნავს, რომ კუნძულის გაქრობა 500 მეტრში უახლოეს დასახლებულ პუნქტში, ჰოკაიდოს კუნძულზეც ვერ შეამჩნიეს. ის, რომ ამ ტერიტორიაზე მიწა აღარ არის, შეამჩნია კუნძულის სანახავად ჩამოსულმა ჰიროსი სიმიძუმ, რომელიც დაუსახლებელი კუნძულების შესახებ წიგნის ავტორია.

 

მას შემდეგ, რაც კუნძულის გაქრობა ოფიციალურ დოკუმენტებში აისახება, იაპონიამ თავისი ეკონომიკური არეალის საზღვრებს უნდა გადახედოს. ის დაახლოებით, 500 მეტრით შემცირდება.

 

იაპონია პირველი ქვეყანა არაა, რომელმაც კუნძული დაკარგა. აშშ-ს ტერიტორიების ნაწილი რუკიდან გაქრა მას შემდეგ, რაც ჰავაის ერთ-ერთ კუნძულს ვალაკას ქარიშხალმა გადაუარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი