logo_geo
„მოდუნდი, ჩვენ დავპოსტავთ“ შენ მაგივრად
- +

4 ნოემბერი. 2018. 22:07

 

 

მილენიალები ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებას სმარტფონებით ვაფიქსირებთ და ხშირია განცდა – თუ არ დაპოსტე მოვლენა, ე.ი. ის არ მომხდარა. ეს შესაძლოა სტრესში გადაიზარდოს, როცა საქმე ეხება შვებულებას. ჟურნალ The Independent-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანების 40% ირჩევს დასასვენებელ ადგილს იმის მიხედვით, თუ რამდენად „ინსტაგენურია“ ის. ადამიანების უმრავლესობა „ციფრულ მოწამვლას“ განიცდის, როცა შვებულებაშია, ანუ ცდილობს ყველა დასამახსოვრებელი მომენტის სოციალურ ქსელებში არსებული აუდიტორიისთვის გაზიარებას, რეაგირებს მათ გამოხმაურებაზე, რეალურად კი, ვერ ასწრებს დასვენებას (ტრადიციული გაგებით).

 

აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, შვეიცარიაში შეიქმნა სერვისი „მოდუნდი, ჩვენ დავპოსტავთ“ (Relax we post), რომელიც ერთი თვის ვადაში ციურიხსა და ჟენევაში გამოჩნდება. ეს არის დამატებითი მომსახურება სასტუმრო IBIS Switzerland-ისთვის. იდეის თანახმად, დამსვენებლებმა დროებით უნდა გადასცენ საკუთარი ინსტაგრამ ექაუნთები გამოცდილ ადამიანებს (ინფლუენსერებს), რომლებიც მათ მაგივრად დაპოსტავენ და ამის გარეშე დატკბნენ ქალაქით. სპეციალურად ამ სერვისისთვის ვიდეორგოლი სააგენტო Jung von Matt-მა მოამზადა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი