logo_geo
არეტა ფრანკლინის შესახებ 46 წლის წინ გადაღებული ფილმის პრემიერა წელს გაიმართება
- +

6 ნოემბერი. 2018. 14:19

 

 

მომღერალ არეტა ფრანკლინის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში გაიმართება. ფილმი 46 წლის წინ გადაიღეს და მისი ნახვა ახლა გახდა შესაძლებელი.

 

ფილმი „Amazing Grace“ რეჟისორმა სიდნი პოლაკმა 1972 წელს გადაიღო და მრავალი წლის განმავლობაში დაუმონტაჟებელი ვერსია თაროზე იყო შემოდებული.

 

2011 წელს ფილმზე მუშაობა დასრულდა და პრემიერა 2018 წლის 12 ნოემბერს შედგება.

 

არეტა ფრანკლინი 16 აგვისტოს დეტროიტში 76 წლისა გარდაიცვალა. ლეგენდარულ მომღერალს 2010 წელს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

 

ფრანკლინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ფონდი ელტონ ჯონმა დააარსა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი